CARRIER
მას შემდეგ, რაც ვილის კერიერმა 1902 წელს მსოფლიოში პირველი თანამედროვე კონდიცირების სისტემა შეიმუშავა,
CARRIER-ის გუნდმა შეიმუშავა თითოეულ მომხმარებელზე მორგებული დანადგარების დიზაინი და ტექნიკური სპეციფიკა.
დღეს, CARRIER-ი არის მსოფლიო ლიდერი მაღალტექნოლოგიური გათბობის, ვენტილაციის და კონდიცირების (HVAC) სფეროში.
CARRIER -ის ექსპერტები მუდმივ რეჟიმში ხვეწენ დანადგარების მდგრადობის; ენერგოეფექტურობის საკითხს, ასევე ამ პროდუქციის ინტეგრირებას საკონტროლო ტიპის ყველანაირ პროგრამულ უზრუნველყოფას, მშენებლობისა და შენობის კონტროლს.
გაგრილება
თუ შენობისთვის, კომერციული ცენტრისთვის, საოფისე ფართისთვის და სხვა ტიპის დანიშნულების სივრცისთვის საჭიროა გაგრილების სისტემა CARRIER-ი გვთავაზობს ფართო სპექტრის ოფციებისა და დანადგარების ტიპებს.
ჰაერით გაგრილებად, წყლით გაგრილებად საინჟინრო სისტემებს, ცენტრიდანული კომპრესორების დიაპაზონს გაგრილების სიმძლავრით 8-დან 10500კვტ-მდე.
გათბობა
CARRIER-ი გვთავაზობს ასევე ფართო სპეტრის გათბობის სისტემებს: ,,ჰაერი-წყალზე“ თბური ტუმბოთი და ასევე ,,წყალი- წყალზე“ სისტემას თბური ტუმბოთი, მხოლოდ გათბობის ან ორმხრივი შესაძლებლობით,ხვეული ან ხრახნიანი ტიპის კომპრესორებით რომლის მუშაობის დიაპაზონია 5 დან 1980კვტ-მდე სიმძლავრე.
Carrier-ის გამათბობელი დანადგარები შემუშავებულია ცხელი წყლის 85°C ტემპერატურის მიწოდების შესაძლებლობის გათვალისწინებით.
ჰაერის დამუშავება
გათბობა-გაგრილების და ვენტილაციის უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს ჰაერის სწორად დამუშავება, ჰაერის შიდა ხარისხი და მიწოდება შენობაში მყოფთათვის.
Carrier-ი აქვს შესაძლებლობა შემოგთავაზოთ საკონტროლო -ფუნქციონალური და შეფუთული დანადგარები ისევე როგორც სტანდარტული ჰაერის მიწოდების სისტემები მოთხოვნის შესაბამისად.