სასტუმროების ცნობილი ქსელი რამადა ბათუმის ბაზარზე შედის. კომპანია აი-სი-ი კი აღნიშნულ პროექტზე 19 ლიფტს დაამონტაჟებს.
"თვინ თაუერის პროექტზე წარმატებული მუშაობის შემდეგ ბათუმში ჩვენი სახელი უკვე დავიმკვიდრეთ და ახალ პროექტებზე მუშაობას ვიწყებთ. რამადა პლაზა პრესტიჟული კომპლექსი იქნება. ჩვენთვის დიდი პატივია ამ მასშატბისა და მნიშვნელობის პროექტზე მუშაობა. საერთო ჯამში 19 ლიფტს დავამონტაჟებთ. უმეტესობა მათგანი 34 სართულიანია და 3 მ/წ სიჩქარისაა. სამონტაჟო სამუშაოები უკვე დაიწყო და 3-4 თვეში დასრულდება. " - აცხადებს კომპანიის დირექტორი გიორგი ბახტაძე.
პროექტის დასრულების შემდეგ კომპანია ლიფტებს 24 საათიან მომსახურებას გაუწევს .