

"სითი მოლი საბურთალოს" პროექტზე სამონტაჟო სამუშაოები დაიწყო. საერთო ჯამში აი-სი-ი ობიექტზე 12 ლიფტს, 8 ესკალატორსა და 4 ტრაველატორს დაამონტაჟებს.
"გალერია თბილისის შემდეგ ამ დანიშნულების მეორე გრანდიოზული პროექტია, რომელზეც მუშაობას ვიწყებთ. ჩვენ უკვე კარგად ვიცნობთ სავაჭრო-გასართობი ცენტრების სპეციფიკას და დამკვეთს პროექტის დაგეგმვის ეტაპიდან ვაძლევთ რეკომენდაციებს, სად განათავსონ ლიფტები და ესკალატორები, ვადგენთ ეგრედწოდებულ ტრეფიკ-ანალიზს და ვთავაზობთ საუკეთესო ვარიაციას იმისთვის, რომ მოლის სტუმრების გადაადგილება იყოს შეუზღუდავი და კომფორტული. ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობაა ასეთ მასშტაბურ პროექტებზე მუშაობა და ცხადია, ძალიან კარგ შედეგს ველოდებით,"- ამბობს კომპანიის დირექტორი გიორგი ბახტაძე.
ლიფტებისა და ესკალატორების მონტაჟი 4 თვეს გაგრძელდება, პროექტის დასრულება კი წლის ბოლომდე იგეგმება.