სიახლეები
"თვინ თაუერის" პროექტზე 7 ლიფტის მონტაჟი დასრულდა

"თვინ თაუერის" პროექტზე 7 ლიფტის მონტაჟი დასრულდა

26 ნოე 2018

ICE-მ "თვინ თაუერზე" A1 ბლოკში 7 ლიფტის მონტაჟი დაასრულა. 54-სართულიანი 6 სამგზავრო და 1 სატვირთო ლიფტი ექსპლოატაციაში უკვე გაეშვა.

"თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ლიფტები იდეალურად არის დამონტაჟებული და ეს ყველაფერი კონტრაქტით გათვალისწინებულ ვადებში გავაკეთეთ. შედეგით კმაყოფილია დამკვეთი და ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აქტიურ რეჟიმში გრძელდება მომდევნო 7 ერთეულის სამონტაჟო სამუშაოები A2 ბლოკში.  პროექტი "თვინ თაუერი" ჩვენი კომპანიისთვის უდიდესი პასუხისმგებლობა და პრესტიჟია. მადლობა მინდა გადავუხადო ICE-ს თითოეულ თანამშრომელს გაწეული შრომისთვის. ჩვენ ვინარჩუნებთ ტემპს და ასეთივე წარმატებით გავაგრძელებთ ყველა ბლოკში ლიფტების მონტაჟს."- ამბობს კომპანიის დირექტორი გიორგი ბახტაძე.

"აი-სი-ი" თვინ თაუერის პროექტზე 28 ერთეულ შანხაი მიცუბიშის ლიფტს დაამონტაჟებს. "ორბი თვინ თაუერი" გრანდიოზული პროექტია 4500 ნომრით, რომელიც ბათუმში შენდება და მსოფლიოში სასტუმრო ნომრების რაოდენობის მხრივ მე-6 ადგილს იკავებს. აღნიშნულმა პროექტმა პანამაში "2016 წლის მსოფლიოს საინვესტიციო პროექტის" ტიტული მიიღო.

 

Share
შახტაში დამონტაჟებული რელსები, საპირწონე, კაბინა. სამანქანე ოთახში დამონტაჟებული ძრავები